სამეგრელოში ვიცე გუბერნატორის პოსტს სავარაუდოდ მალხაზ თორია დაიკავებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ვიცე გუბერნატორის პოსტი ამ დროისთვის ვაკანტურია. STV-მ სანდო წყაროებისგან მოიპოვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით ფარვანიას აღნიშნულ თანამდებობაზე სავარაუდოდ მალხაზ თორია ჩაანაცვლებს.
მალხაზ თორია პროფესიით სამართალმცოდნეა. თორია წლების განმავლობაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის იყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე. ბოლო პერიოდში მალხაზ თორია შპს „ჯორჯიან მანგანეზის” დირექტორის მრჩევლის თანამდებობას, გუბერნატორის მოადგილისა და სუსის უფროსის თანამდებობებს იკავებდა.
ოფიციალურად ჯერჯერობით არავინ ადასტურებს მოსალოდნელ საკადრო ცვლილებას და შესაბამისად ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარსაც არ აკეთებენ.




