სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ამ ეტაპზე, სენაკის მუნიციპალიტეტში მოქმედ 27-ივე საბავშვო და ბაგა-ბაღში, კერძო საბავშვო ბაღებში, მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში, ზოგადსაგანმანათლებლო სექტორის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში, სადეზინფექციო სამუშაოები დასრულებულია.
მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ვირუსული ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად, ასევე, დეზინფიცირდა, ,,საჯარო სკოლებში მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამაში’’ მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩართული 45 ავტოსატრანსპორტო საშუალება.
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების და რეკომენდაციების შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა.
მუნიციპალიტეტში არსებული საბჭოსა და კომისიების სხდომები, კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული აქტივობები არ ჩატარდება. დროებით შეჩერდა მოქალაქეთა მიღება. ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება მოსახლეობისთვის სოციალური და ჯანდაცვის კუთხით მომსახურების გაწევა, ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.




