ხანძარია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში

ხანძარია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში. ცეცხლი მოსახლეობის საყანე მინდვრებს და თხილის პლანტაციებს უკიდია. ქრობის სამუშაოებში ჩართულია როგორც სახანძრო სამაშველო სამსახური ასევე ადგილობრივი მოსახლეობა.
ცნობისთვის, გუეინწალენჯიხის მუნიციპალიტეტში ერთდროულად 8 ლოკაციაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. ცეცხლის აქტიური კერები მუნიციპალიტეტის ორ ადმინისტრაციულ ერთეულში,კანთის უბანსა და სამიქაოს ტერიტირიაზე იყო. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურები და მუშაობს სპეცტექნიკა.
კანთის უბანში დამწვარია ადგილობრივი მოსახლეობის თხილის პლანტაციები და ასევე ჩაის პლანტაციები. მერის ნფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ჩართულია სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები.




