სალომე ზურაბიშვილი:ყველა მოქალაქემ იცის, როგორ უნდა მიმართოს პრეზიდენტს

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შეწყალება ექვემდებარება წესებს, რომლებიც მიღებულ იქნა ამ წელს, რაც არ უნდა იყოს მოთხოვნა, რომელიც შემოვა, ყველა მოთხოვნა იქნება განხილული ამ წესების მიხედვით. ასე უპასუხა პრეზიდენტმა გიგი უგულავას შეწყალებასთან დასმულ კითხვას.
“ერთი ხმით ნუ ყვირიხართ – გიგი უგულავა, გიგი უგულავა. წინასწარ ვიცი თქვენი შეკითხვები, არ მჭირდებს დამატებით კითხვები, გეტყვით მე თვითონ, თუ მომისმენთ. შეწყალება ექვემდებარება წესებს, რომლებიც მიღებულ იქნა ამ წელს, რაც არ უნდა იყოს მოთხოვნა, რომელიც შემოვა, ყველა მოთხოვნა იქნება განხილული ამ წესების მიხედვით.
ყველა მოთხოვნას მივიღებ, წავიკითხავ, ვნახავ, გავეცნობი და თი სადმე საჭრიოება იქნა, თუ მე ჩავთვლი, რადგან ეს არია დისკრეციული უფლება, რომ შეეყალება უნდა შედგეს, მიღებული იქნება შეწყლების აქტი. რას ნიშნავს ეს, წესები წაიკითხეთ და გაიგებთ. არ არსებობს ამ ქვეყანაში ცალკე ადამიანები, რომლებზეც ვრცელდება ცალკე რეგულაციები, ყველა მოქალაქისათვის არის ერთი რეგულაცია და ყველა მოქალაქემ იცის, როგორ უნდა მიმართოს პრეზიდენტს,”- განაცხადა ზურაბიშვილმა.




