“სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგებს” – ჟურნალისტების აქცია ზუგდიდში

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის თამანშრომლების მხარდასაჭერი აქცუა გაიმართა ზუგდიდში. აქციის მონაწილეებმა აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს სოლიდარობა გამოუცხადეს და აღნიშეს, რომ მედიაზე ზეწოლა დაუშვებელია, იქ მიმდინარე პროცესები კი საგანგაშო და საყურადღებო.
,,დაუშვებელია ის რაც ხდება აჭარის ტელევიზიაში. სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგებს და აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები სახიფათო მედიის თავისუფლების კუთხით,”- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.




