წალენჯიხის ორ სოფელში – ჯგალსა და სქურში ხანძარია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – ჯგალსა და სქურში ხანძარია. ცეცხლი ძირითადად ეკალ-ბარდებს უკიდია. ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. არსებული ინფორმაციით, მიქავაში ხანძარის კერა გაცილებით დიდ ტერიტორიაზე, დაახლოებით 10 ჰექტრამდეა გავრცელებული.
სოფელში ხანძრის სიახლოვეს სასაფლაოებია, ჯერ-ჯერობით დასახლებულ პუნქტზე მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს.რაც შეეხება სქურს, აქ ხანძარი მთის ფერდობზეა, ტექნიკისთვის ტერიტორია მიუვალია და მეხანძრეებს ძირითადად ხელით უწევთ მუშაობა.




