ჩხოროწყუდან წალენჯიხამდე ტყის მასივს ცეცხლი მოედო

ხანძარია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურიდან ზღვაიას დასახლების სასაფლაოს ტერიტორიამდე. არსებული ინფორმაციით ცეცხლი ფოთლებს ეკიდა და შემდეგ ტყის მასივს მოედო.
როგორც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე აცხადებს ცეცხლის ლოკალიზება ადრომდე ვერ ხერხდება, ვინაიდან ტყემდე მისასვლელი გზა არ არის.
“წალენჯიხაში, ალპურ ზონაში არის ხანძარი, დასახლებულ პუნქტთან ახლოს არაა, ამაღამ უსაფრთხოების და მონიტორინგის მიზნით ერთი ეკიპაჟი დარჩება ადგილზე, დილიდან განახლდება ცეცხლის ქრობის სამუშაოები”,-აცხადებენ მუნიციპაიტეტის მერიაში.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.




