ხმაური ზუგდიდის საკრებულოში – ოპოზიციამ სხდომა დატოვა

ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა ზუგდიდის საკრებულოს სხდომა, რომელიც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
ენმ და ევროპული საქართველოს წევრები საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის შეცვლას ითხოვდნენ და სურდათ სხვა საკითხებზე ადრე სახელმწიფო აუდიტის დასკვნა განეხილათ. მის მოთხოვნას არ დაეთანხმნენ უმრავლესობის დეპუტატები და თქვეს, რომ დამტკიცებული დღის წესრიგი არ შეიცვლებოდა.



