ზუგდიდიდან ქუთაისის კლინიკაში გადაყვანილ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

პაციენტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ზუგდიდიდან ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში რეანომობილით გადაიყვანეს თავს კარგად გრძნობს. მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ STV-თან სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ განუცხადა.
“პაციენტი ზუგდიდის არცერთ კლინიკაში არ მოხვედრილა, ის პირდაპირ ქუთაისში რეანომობილით გადაიყვანეს. თუმცა ჩვენ დავინტერესდით ბუნებრივია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით და შემიძლია გითხრათ, რომ მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა”,-ამბობს ნანა ოდიშარია.




