ზუგდიდის ბაზარში პურის ფასის მომატებას მოვაჭრეები აპროტესტებენ

ზუგდიდის ბაზარში პურის ფასის მომატებას მოვაჭრეები აპროტესტებენ. მათი განცხადებით, პურის ფასმა კიდევ ათი თეთრით მოიმატა, რამაც მომხმარებლების უკმაყოფილება და მათი რიცხვის კლება გამოიწვია.
როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, მხოლოდ ადგილობრივმა მწარმოებლებმა გააძვირიეს პური. მათივე ინფორმაციით, ზუგდიდის ბაზარს ასევე ქუთაისელი მეწარმეებიც ამარაგებენ და ერთი ცალი პურის ღირებულება 60 თეთრია, როდესაც ადგილობრივი მწარმოებლებისგან ცალობაში პურის ასაღები ფასი 70 თეთრს შეადგენს.



