პაპუნა შუშანიამ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა

ჟურნალისტმა პაპუნა შუშანიამ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ დაწერა. ჟურნალისტი მადლობას უხდის „იმედის“ გუნდს, თუმცა წასვლის მიზეზებზე არაფერს წერს.
„დავტოვე ტელეკომპანია იმედი. არხი, სადაც ბოლო სამი წელი გავატარე. გამოვიყოლე დიდი გამოცდილება, როგორც პროფესიული, ისე ადამიანური, საკმარისზე მეტი კარგი მეგობარი და ძალიან ბევრი მოგონება!
მადლობა იმედს და იმედის ყველა თანამშრომელს!
განსაკუთრებული მადლობა ნანა ლეჟავას, რომელმაც სამი წლის წინ იმედში მუშაობის შესაძლებლობა მომცა“,-წერს პაპუნა შუშანია facebook-ში.
STV-ს ინფორმაციით პაპუნა შუშანია მუშაობას tv პირველში გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ამავე ტელეკომპანიის დირექტორმა, ინგა გრიგოლიამ დაგვიდასტურა.
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პაპუნა შუშანიას შეთავაზება პირადად მე გავუკეთე და ველოდები მის თანხმობას. მიმაჩნია, რომ ის პროფესიონალი და კარგი ჟურნალისტია. გამომდინარე აქედან, ის იქნება შენაძენი tv პირველისთვის“,-ამბობს ინგა გრიგოლია.



