ზუგდიდში დასაქმების ფორუმი ჩატარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაში კომპანია „აჭარა გრუპმა“ დასაქმების ფორუმი გამართა. კომპანიამ დასაქმების მსურველებს სხვადასხვა ვაკანსიები შესთავაზა.
მსურველების ნაწილი სასტუმრო „რუმს ყაზბეგში“ სხვადასხვა პოზიციებზე დასაქმდა. კომპანია თანამშრომლებს დამატებით უზრუნველყოფს საცხოვრებლით, კვებით და ჯანმრთელობის დაზღვევით.
შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია დაესწრო, მისი განცხადებით რეგიონში შეიქმნება დასაქმების პორტალი, სადაც ყველა არსებული ვაკანსიისა და გადამზადების კურსების შესახებ ინფორმაცია განთავსდება.




