stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

მომსახურეობის სააგენტო 5 და 6 იანვარსაც იმუშავებს

მომსახურეობის სააგენტო 5 და 6 იანვარსაც იმუშავებს

25 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეგიონი

აუდიტის სამსახურმა მესტიაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას დარღვევები აღმოაჩინა

14.02.2020 / 14 თებერვალი 2020
აუდიტის სამსახურმა მესტიაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას დარღვევები აღმოაჩინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მესტიაში მუნიციპალიტეტის მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას მთელი რიგი დარღვევები აღმოაჩინა. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის გააფორმა 74 ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით 11,294.6 ათასი ლარი. აუდიტის დასკვნის თანახმად, ინფრასტრუქტურული პროექტების შესწავლით გამოვლინდა, რომ სამშენებლო სამუშაოების შესრულების პროცესი ყველა ეტაპზე ხასიათდება მნიშვნელოვანი სისტემური ხარვეზებით.

დარღვევები ფიქსირდება სამუშაოების დაგეგმვის, მიმწოდებელი სუბიექტების შერჩევა-შეფასების, სამუშაოების გეგმა-გრაფიკებისა და მიწოდების ვადების დაცვის, საჯარიმო სანქციების გავრცელებისა და ამოღების, შესრულებული სამუშაოების სისრულის, ანაზღაურების შესაბამისობისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებებით.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ სამუშაოების ხარვეზებით ჩატარების შედეგად, მუნიციპალიტეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი და მოსახლეობას დროულად და სრულად ვერ მიეწოდა ბიუჯეტით დაგეგმილი მატერიალური პროდუქტი.

„მუნიციპალიტეტი სათანადოდ არ აკონტროლებდა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცულობას და არ ატარებდა საკმარის ღონისძიებებს სამუშაოების დროულად დასასრულებლად. მიწოდების ვადები, ძირითად შემთხვევებში, გაზრდილია დაუსაბუთებლად, სათანადო არგუმენტაციის წარმოდგენის გარეშე.

2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული 74 სამშენებლო სამუშაოდან, 31 ხელშეკრულებისათვის მიმწოდებლებმა ვერ შეძლეს სამუშაოების განსაზღვრულ ვადებში დასრულება. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო სამუშაოების დაგვიანებისათვის გამოეყენებინა საჯარიმო სანქციები. აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა პირგასამტეხლოს დარიცხვის მდგომარეობა. გამოვლინდა, რომ 31-დან 15 ხელშეკრულებისათვის ვადების დარღვევის მიუხედავად, მუნიციპალიტეტს საჯარიმო სანქცია არ გამოუყენებია. სამუშაოების ვადაგადაცილება 59 დღემდე მერყეობს და მიმწოდებლებზე დაურიცხავი პირგასამტეხლოს ჯამური თანხა 23.0 ათას ლარს შეადგენს,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

რაც შეეხება უწყების მიერ გამოვლენილ ხარვეზებს ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხთან დაკავშირებით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტში შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლის სისტემა, ზოგ შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფს სამუშაოების დადგენილ ხარისხს; მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელმა პირებმა ჩაიბარეს შეუსრულებელი სამუშაოები; გარდა ამისა, ზოგიერთი ობიექტი უფუნქციოა.

„ 1.2017 წელს მუნიციპალიტეტმა შეისყიდა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ობიექტების რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელიც დაიწყო 2018 წლის იანვარში და დასრულდა სექტემბერში. ხელშეკრულების ფარგლებში შპს „გრინ ვეი 2012“- მა მოაწყო სოფელ ჩვაბიანის ხიდი – ღირებულებით 136.4 ათასი ლარი და სოფელ ჟაბეშის ხიდი – ღირებულებით 143.0 ათასი ლარი. ობიექტების დათვალიერებით ირკვევა, რომ ხიდების მისასვლელები დანგრეულია წყლის ნაკადის ზემოქმედების შედეგად და ავტოტრანსპორტის გადასასვლელად არ გამოიყენება. ამდენად, ხიდებს დაკარგული აქვს ძირითადი ფუნქცია, რაც ობიექტის მშენებლობის მიზანი იყო; 2. 2017 წელს მუნიციპალიტეტმა სოფელ ფარსა და სოფელ ლენჯერში დაასრულა საბავშვო ბაღების შენობების მშენებლობა. ხელშეკრულება გაფორმებულია 2016 წლის 15 სექტემბერს, ღირებულებით − 600.6 ათასი ლარი. სამუშაოები შეასრულა შპს „თი ემ“-მა. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, წარმოდგენილია შპს „ექსპერტ ჰაუსის“ საექსპერტო დასკვნა. სოფელ ფარის საბავშვო ბაღში შეინიშნება ვიზუალური ხარვეზები, კერძოდ, დაზიანებულია შენობის ფასადი, უხარისხოდაა მოწყობილი დამცავი ჯებირი და სხვ. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ივლისის მდგომარეობით, საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა დასრულდა 2017 წლის დეკემბერში; 3. 2018 წელს მუნიციპალიტეტმა შპს „ამხანაგობა მშენებლობა კასპიისპირეთის სამმართველოსაგან“ შეისყიდა სოფელ ლატალში საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები. ობიექტის დასრულება გათვალისწინებული იყო 2019 წლის 18 თებერვლამდე. მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში გაირკვა, რომ მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფდა სამუშაოების გაგრძელებას. კერძოდ, წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელმა 2018 წლის აგვისტოს მდგომარეობით, 396.8 ათასი ლარიდან შეასრულა მხოლოდ 32.9 ათასი ლარის სამუშაოები. 2018 წლის ოქტომბერში ხელშეკრულება შპს „ამხანაგობა მშენებლობა კასპიისპირეთის სამმართველოსთან“ შეწყვეტილია. მუნიციპალიტეტს არ მოუთხოვია მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი თანხის ანაზღაურება, რის გამოც დაკარგა 19.8 ათასი ლარის მიღების შესაძლებლობა,” – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

Banner 1
წინა პოსტი

ზუგდიდის მერიამ ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის გამოცხადებული ტენდერი გააუქმა

შემდეგი პოსტი

სამეგრელოსა და გურიაში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ფოთში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს

ფოთში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი სენაკში

ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი სენაკში

ზუგდიდში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

ზუგდიდში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს