დარჩელის ამბულატორიაში უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები ჩატარდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის და კლინიკა „სენა-მედის“ დირექტორ გია თოლორდავას ინიციატივით დღეს დარჩელის ადმინისტრაციული ერთეულის ამბულატორიაში უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები ჩატარდა.
უფასო აქციის ფარგლებში ანაკლიის, განმუხურის, კოკის, ხურჩის, ორსანტიის, შამგონისა და დარჩელის მოსახლეობას მოემსახურენენ. მოწვეულ ექიმთა შორის იყო ექიმ-ტრამვატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი.
როგორც გაფრინდაშვილმა განაცხადა უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ე.წ. საზღვისპირა სოფლებს, რომ მოძმე აფხაზებმა და ოსებმა ნახონ, თუ როგორი ყურადღება ექცევა საქართველოში ადამიანების უფლებებსა და ზოგადად ადამიანებს.




