მოძრაობა “შეცვალეს” წევრები ხობის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან აქციას მართავენ

მოძრაობა “შეცვალეს” წევრები ხობის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან შეიკრიბნენ და საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ბერაიასთან შეხვედრას ითხოვენ. მათ გამოტანილი აქვთ პლაკატები სადაც წერია: “კარგი დაჩი, მათრახს არ დაირტყამსო”, “დაჩი შინ არ ვარგოდა, პარლამენტში გარბოდაო”, “ბიძინას მონა!”
შეგახსენებთ, რომ დღეს ანალოგიური ტიპის აქცია “შეცვალეს” წევრებმა ზუგდიდში, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ბიუროსთან მოაწყვეს და ოფისში შეიჭრნენ.



