ადგილობრივმა ხელისუფლებამ განმუხურში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მერის მოადგილეები გიგა ფარულავა და კონსტანტინე კაკავა, ზედამხედველობის სამსახურისა და შპს ,,ANAKLIA-GANMUXURI RESORTS“ -ის წარმომადგენლები, ანაკლიასა და განმუხურში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ.
ანაკლიაში კაფე-რესტორნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კაფე-რესტორანში დამონტაჟდა კიბე და ლიფტი. გაიწმინდა და შეიღება შენობა.
სამუშაოებს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ახორციელებს და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 2 129 650 ლარია.
განმუხურში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული ამფითეატრის რეაბილიტაცია. პირველ ეტაპზე ამფითეატრის დემონტაჟი განხორციელდა.
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 059 432 ლარით დაფინანსდა.




