მამაკაცი, რომელიც ძმის სახლისა და მანქანების დაზიანებისა და მუქარისთვის დააკავეს, პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მამაკაცს, რომელიც ძმის სახლისა და მანქანების დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო.მან სრულად დააკმაყოფილა პროკურორ ანა არონიას შუამდგომლობა.
ადვოკატის ინფორმაციით, მსჯავრდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. შსს-ს ინფორმაციით, 31 დეკემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში მომხდარ ფაქტთან დაკავშორებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე (ნივთის დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტატება) მუხლებით მიმდინარეობს.
ფაქტზე დაკავებულია 1 პირი, რომელსაც სსკ-ის 151-ე და 187-ე მუხლებით წარედგინა ბრალი.



