ზუგდიდის თეატრის თანამშრომელი მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე ალაპარაკდა

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის ირგვლივ სკანდალები გრძელდება.STV NEWS-ს რამდენიმე წუთის წინ თეატრის ერთ-ერთი თანამშრომელი, ინგა ანთელავა დაუკავშირდა, რომელიც კონკრეტული მსახიობების მისამართით პრეტენზიებს აცხადებს. ინგა ანთელავას განცხადებით, ირაკლი სამუშია და კოკა ანთელავა მის მიმართ ძალადობდნენ.
” სცენას ვალაგებდი . ამ დროს მოვიდა ირაკლი სამუშია ნასვამი. შეურაცმყოფელი ხუმრობები და უადგილო ადგილას დამიწყო ხელის ხლება. მიუხედავად უამრავი გაფრთხილებისა, მაიც არ იშლიდა თავისას მეორე დღეს, ჩემს კაბინეტში შევიყვანე. ჩემი ორი თანამშრომელიც იქ იყო და ვუთხარი, რომ ასეთი ხუმრობები არ მომწონდა! ამივარდა ამაზე, შენ სულ უხასიათოდ ხარო და ხმის ტონის დაწევა რომ ვთხოვე ხელი ამიწია, დავუჯიკავე და დაჯიკავების გამო სახეში შემაფურთხა. წყალი მედგა მაგიდაზე და შევასხი, ამას ვის უბედავ მეთქი და თქმებში მწვდა. თეატრის ბიჭებმა გაგვაშველეს, რის გამოც გაბრაზდა და ოთახის კარებს წიხლები ურტყა, რის გამოც კარები ჩამოვარდა”-აცხადებს ზუგდიდის თეატრის თანამშრომელი STV NEWS-თან.
ანალოგიურად საუბრობს ინგა ანთელავა ზუგდიდის თეატრის მეორე მსახიობზე, კოკა ხუბუტიაზე, თუმცა იქვე დასძენს, რომ მისგან მხოლოდ სიტყვიერ შეურაცყოფებს იღებდა და ხელით არასოდეს შეხებია.
“ძალიან ცუდი სიტყვებით მომმართავდა და იგინებოდა ჩემი მისამართით, თუმცა ხუბუტია ხელით არასოდეს შემხებია”
ინგა ანთელავას მტკიცებით, კონკრეტული მსახიობები თეატრში არაფხიზელ მდგომარეობაში დადიან, რაც ხდება ჩხუბის და აყალმაყალის მიზეზი. ანთელავას განცხადებით, მან მიმართა თეატრის ადმინიხტრაციას განცხადებით, თუმცა დირექტორმა ურჩია პოლიციაში ამის შესახებ არ განეცხადებინა.
“დირექტორმა მითხრა შეგიძლია პოლიციაში იჩივლოო,მაგრამ ოჯახში პრობლემები აქვსო ინგაო და თანამშრომელია ისევ ერთად უნდა იმუშაოთო და შენ თვითონ გადაწუვიტეო მე კი გაგრთხილებოს ბარათს დავუწერო. უბრალოდ თანაშრომლობას ვეცი პატივი, თან დედა ყავდა საავადმყოფოში. მიუხედავად ამისა ეს ალიაქოთი დღემდე გრძელდება. საცოდაობაა, როცა ეს ორი ადამიანი საერთოდ ხმას იღებს რამენაირ ძალადობაზე” -ამბობს ინგა ანთელავა და იქვე დასძენს:
- “თუ კანონს ითხოვენ თუ სამართალს ეძებენმეც მინდა ჩემი სიმართლე და კანონი! “




