თბილისში “ქართული ოცნების“ ღონისძიებას ზუგდიდიდანაც უერთდებიან

თბილისში დაგეგმილ საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომის აღსანიშნავად მიმდინარე კვირეულის საზეიმო შემაჯამებელ ღონისძიებას ზუგდიდიდან უერთდებიან. მოსახლეობა ზუგდიდში სხვადასხვა ადგილას შეიკრიბა და გამთენიისას თბილისისკენ ერთდროულად დაიძრა.
“საქართველო არის ევროსაბჭოს თავჯდომარე ქვეყანა,საზეიმო ღონისძიებაა თბილისში და მივდივართ, რომ მივიღოთ მასში მონაწილეობა. მნიშვნელოვანი ფაქტია ევროსაბჭოს თავჯდომარეობა, ეს ქვეყანას პირველ რიგში ცნობადობას მოუტანს, შემდეგ კი ყველანაირ სიკეთეს”,-აცხადებენ ზუგდიდელები.
დღეს, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება“ ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ მართავს. ამ დღესთან დაკავშირებით პარტიამ საქართველოს რეგიონებიდან მხარდამჭერები მიიწვია და მათ ტრანსპორტირებას თავად უზრუნველყოფს.
მსგავსი სიახლეები
![„ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ზუგდიდში [სრულად]](https://api.stv.ge/uploads/2024/10/463213664_1110233480467449_1093098972334588337_n-960x571.jpg)
„ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ზუგდიდში [სრულად]

ზუგდიდში „ქართული ოცნების“ გასვლით რეგიონულ ღონისძიებას ცოტნე ივანიშვილი დაესწრო


