წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვლენობის (შ-89) წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის 7-კმ 14,2 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები დაათვალიერა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ.
აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ონიქს როუდი „ ასრულებს. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს -4 657 197.83 ლარს.
აღსანიშნავია, რომ გზა წლების მანძილზე დაზიანებული იყო და ტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებით ხორციელდებოდა, ადგილობრივ მოსახლეობას კი დაზიანებული გზით სარგებლობა ყოველდღიურად დისკომფორტს უქმნიდა.
პროექტის ფარგლებში, 7 კმ-იან მონაკვეთზე გზის სრულ რეაბილიტაციის შემდეგ განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები.
გზის რეაბილიტაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.




