ძალადობაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

ძალადობაში ბრალდებული პოლიციელი ა.დ, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება მამაკაცის სავარაუდო გაუპატიურებას ედავება აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ირაკლი აბშილავამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურორ დავით პაპავას შუამდგომლობა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, დაკავებულის უფლებადამცველის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქუთაისის სააპელაციო კოლეგიაში გაასააჩივრებს.




