წალენჯიხელ პოლიციელს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ სრულად გაიზიარა პროკურორ დავით პაპავას შუამდგომლობა, ბრალდებული სამართალდამცველის ბესო ფიფიას საქმეზე, რომელმაც წალენჯიხაში გარემოს დაცვის და პოლიციის თანამშრომლებს სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურორ დავით პაპავას განცხადებით, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა ბრალდების მხარემ ბრალდებულ ბესიკ ფიფიას მიმალვის საფრთხის გამო მოითხოვა. “ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა და გვიან 3,4 საათის გასვლის შემდეგ გამოცხადაა პოლიციაში. რაც საფრთხეს წარმოადგენს მიმალვის და მტკიცებულრბათა განადგურების საფრთხეს- განაცხადა პირველ სასამართლო პროცესზე პროკურორმა დავით პაპავამ.
რაც შეეხება, დაცვის მხარეს, ბრალდებულის უფლებადამცველმა დააყენა შუამდგომლობა არასაპატიმრო გირაოს შეფარდებაზე 100 000 ლარის ოდენობით. რაც გამოძიების განმავლობაში გირაოს უზრუნველჰყოფით ბრალდებულის დაპატიმრებიდან გათავისუფლებას გულისხმობდა. პროკურორის განცხადებით საქმე გაძიების საწყის ეტაპზეა და მოწმეების ნაწილი ჯერ კიდევ არ არის გამიკითხული.
ასევე მისი ინფორმაცით, საქმეზე რამოდენიმე ექსპერტიზაა დანიშნული. ბრალდებულმა სამართალდამცველმა ბესო ფიფიამ პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენა და მისი პოზიცია წარდგენილ ბრალდებაში უცნობია. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 24 იანვარს ჩაინიშნა




