2004 წლის 23 ნოემბერს, ბუტა რობაქიძე სახლში ვეღარ დაბრუნდა – ის ჯალათებმა ჩაცხრილეს
დღეს ბუტა რობაქიძის მკვლელობიდან 15 წელი გავიდა. 2018 წლის 18 დეკემბერს, ბუტა (ამირან) რობაქიძის მკვლელობიდან 14 წლის შემდეგ, მოსამართლემ საქმეზე საბოლოო განაჩენი გამოიტანა – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული ხუთივე პირი, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები: გურამ დონაძე, დავით იაშვილი, ზურაბ მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და ზაზა ბაქრაძე დამნაშავედ ცნო და მათ პატიმრობა შეუფარდა.
საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა მხოლოდ ზაზა ბაქრაძეს, რომელიც დანაშაულს აღიარებდა. მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით და 5000-ლარიანი ჯარიმა. ასევე ყველას ჩამოერთვა უფლება 2 წლით და მეტით დაიკავონ თანამდებობა საჯარო სექტორში.




