ზუგდიდის მაჟორიტარის ბიუროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ,,სირცხვილია”, ,,საქართველოს დროით ცვლილებების საათია”, ,,ბიძინა მაჟორიტარების მეფე” ამ ტრანსფარანტებით ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსთან ენმს, ევროპული საქართველოს და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წამომადგენლები არიან შეკრებილები.
აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩაგდებას აპროტესტებენ. აქციაზე 15 ამდე ადამიანი იმყოფება.




