ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიაში სასულიერო პირები იკრიბებიან

ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიაში, ამავე ეპარქიაში შემავალ ეკლესიებში მოღვაწე სასულიერო პირები იკრიბებიან. მარტვილის ეპარქიაში ნოღვაწე დედა თამარი აცხადებს რომ, მეუფე პეტრე აპირებდა სოდომურ ცოდვაში პატრიარქის მხილებას და გეგმავდა საპატრიარქოში მოწმეების მიიყვანას და სწორედ ამიტომ გადააყენეს ეპისკოპოსობიდან.
მეუფე პეტრეს გადაყენებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგილმაც. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, სინოდის გადაყვეტილებას მოულოდნელს უწოდებს. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მღვდელმთავრის გადაყენების საკითხი წინასწარ უნდა განხილულიყო.
„მე ვწუხვარ ამ გადაწყვეტილების გამო, რადგან მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილებები, რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვანია და სწორედ იმ ტიპის გადაწყვეტილება არის, როცა მღვდელმთავრის გადაყენება ხდება, მას ალბათ მეტი ინფორმაცია და მეტი მოსამზადებელი სამუშაოები უნდა უძღოდეს წინ.
ის რაც მოხდა არ იყო ცნობილი არც ჩემთვის და საერთოდ წინასწარ არ არის ხოლმე ცნობილი წინასწარ სინოდზე განსახილ საკითხთა ნუსხა, ამიტომ მე ერთადერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ აი, ამ ვითარებაში როდესაც საქართველოს ჰყავს გარეთა და შიდა მტერი და როდესაც უმძიმესი გამოწვევის წინაშე ვიმყოფებით, ეკლესია ჩვენი არსებული რეალობიდან და მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, საკმაოდ მნიშვნელოვანი ორგანიზმია, მნიშვნელოვანი ინსტიტუცია, და მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, ჩვენი ქვეუნის როგორც სადღეისო, ისე სამომავლო ჭრილში და ამას განსაკუთრებით მოუხდებოდა ძალიან ღრმად დაფიქრებული მიდგომა.
მეტი არაფრის თქმა შემიძლია სინოდის ამ დადგენილებასთან დაკავშირებით, კარგი იქნებოდა რომ ყოფილიყო წინდაწინ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია, რომ წინდაწინ გვემსჯელა და განგვეხილა ყველა მხარე ამ საკთხის დადებითი და უარყოფითი მხარეები, იმიტომ რომ ნებსით და უნებლიეთ მტრის წისქვილზე არ დავასხათ წყალი. იმედს ვიქონიებ, რომ კარგად იფიქრა სინოდის ყველა წევრმა და დარწმუნებულები არიან თავიანთი გადაწყვეტილების სისწორეში“_ აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.



