სოფელ ახალი ხიბულადან იტალიაში 50 ტონამდე ლოკოკინა გაიგზავნება

რამდენიმე კვირაში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში ლოკოკინების პირველ მოსავალს აიღებენ. 50 ტონამდე ლოკოკინა იტალიაში საექსპორტოდ გაიგზავნება. ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში მოეწყო.
ჯამურმა ინვესტიციამ 1 410 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1 260 000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. საწარმოში 10 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული.




