NDI ზუგდიდში საკრებულოს მმართველი ფრაქციისთვის ინდივიდუალური კონსულტაცია გამართა

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ზუგდიდში, სასტუმრო „ლეთოში“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრებთან ინდივიდუალური კონსულტაცია გამართა .
შეხვედრას უძღვებოდა მოწვეული კონსულტანტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) რეგიონის განვითარების ცენტრის წარმომადგენელი ნინო ლოლაძე.
შეხვედრაზე მოსახლეობის პრიორიტეტების ანალიზსა და საბიუჯეტო ინიციატივების შემუშავებაზე იმსჯელეს. ასევე განიხილეს ფრაქციის მიერ ჩატარებული სამუშაოები, გამოვლენილი პრიორიტეტები.
ინდივიდუალურ კონსულტაციას ესწრებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მოადგილეები ბესო ჭეჟია, თაზო ფაცაცია, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე თამუნა ჯიქია, საკრებულოს წევრები და აპარატის თანამშრომლები.




