სოფელ შავღელეში მგელმა მსხვილფეხა პირუტყვი დაგლიჯა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში მგელმა მსხვილფეხა პირუტყვი დაგლიჯა. როგორც საქონლის მეპატრონე ნუგზარ ჭაღალიძე აცხადებს, სახლთან ახლოს, საბალახოდ გაშვებული საქონელი მგლისაგან დაზიანებული იპოვა.
მისი განმარტებით, ბოლო თვეების განმავლობაში მტაცებელმა ცხოველმა რამდენიმე ათეული მსხვილფეხა პირუტყვი დაგლიჯა. ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.
საკრებულოს დეპუტატის, აკაკი ხურცილავას განცხადებით, შექმნილია მონადირეთა ჯგუფი და ხელისუფლება ყველა ღონეს მიმართავს აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად.




