მამუკა წოწერია – ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი განათლებული და მოტივირებული ახალგაზრდების ხელშეწყობაა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ ახალი სასწავლო წლის დაწყება სოფელ ოქტომბრისა და დავითიანის საჯარო სკოლების მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს მიულოცა.
„გილოცავთ ყველას ახალი სასწავლო წლის დაწყებას! მინდა სკოლაში გატარებული თითოეული დღე საწინდარი იყოს იმ წარმატებებისა, რომლებიც მომავალში ქვეყანას სასიკეთოდ წაადგება.
განსაკუთრებით მინდა მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება პირველკლასელებს. მათთვის ხომ დღევანდელი დღე სრულიად ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისია.
ასევე მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო პედაგოგებისა და მშობლების ღვაწლი, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ ღირსეული მომავალი თაობის აღსაზრდელად. განათლებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ შექმნან ქვეყნის ღირსეული მომავალი. ჩვენ კი ხელი უნდა შევუწყოთ მათ, შევუქმნათ შესაფერისი პირობები და გარემო ხარისხიანი განათლების მისაღებად. სწორედ ამიტომაცაა ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი მოაზროვნე, განათლებული და მოტივირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა და მათთვის შესაბამისი გარემოს შექმნა.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ, რომ ეს სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის საინტერესო და წარმატებული ყოფილიყოს!“, – აღნიშნა მამუკა წოწერიამ.
მსგავსი სიახლეები

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტითა და უსაფრთხოებით ვაჭრობას. ვერავითარი შანტაჟი ვერ გვაიძულებს ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადავდგათ

მამუკა წოწერია: გიგა ოთხოზორიას გმირობა და ქვეყნის უსაზღვრო სიყვარული მაგალითი იქნება მომავალი თაობებისთვის


