CNN-ზე საქართველოს შესახებ ვებ-გვერდი შეიქმნა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კამპანიის ფარგლებში CNN-ზე საქართველოს შესახებ ვებგვერდი შეიქმნა. საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შემოდგომა-ზამთრის კამპანიის ფარგლებში CNN-ის პლატფორმაზე საქართველოს გვერდი „Discovery Georgia“ დამზადდა, სადაც საქართველოს ისტორიული, ბუნება, კურორტები და კულინარია არის აღწერილი.
მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალების ეთერით საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სარეკლამო კამპანია გრძელდება, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ხორციელდება, ასევე პარალელურად მზადდება სპეციალური სიუჟეტები და სტატიები საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის შესახებ.
მსგავსი სიახლეები

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

Google map-ზე საქართველოს 360 გრადუსიან პანორამული გამოსახულებები დაემატება


