სამეგრელოს რეგიონის კორესპონდენტმა ემა გოგოხიამ “რუსთავი 2” დატოვა

“რუსთავი 2”-ის სამეგრელოს რეგიონის კორესპონდენტმა ტელეკომპანია “კურიერის” გუნდთან ერთად დატოვა. გოგოხიას განცხადებით, ის იმ გუნდთან ერთად გააგრძელებს მუშაობას სხვა სივრცეში, სადაც 22 წელი იმუშავა.
“მე ვარ ჩემი “კურიერის” გუნდის გვერდით. იქ სადაც რუს ოკუპანტს ვერ ვუწოდებ ოკუპანტს, იმ ტელევიზიაში ვერ გავჩერდები”-აცხადებს ემა გოგოხია.
ცნობისთვის, დღეს “კურიერის” 12:00 საათიანი, 15:00 საათიანი და არც 18:00 საათიანი “კურიერი” ეთერში არ გასულა. “რუსთავი 2” “კურიერის” ყველა ჟურნალისტმა დატოვა.




