ტყაია-რიყე-პალურის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ტყაია-რიყე-პალურის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. რეაბილიტირდება 10 კმ და 300 მ გზა, იგება ბეტონის საფარი და მოეწყობა სანიაღვრე არხები.
პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 5 168 712 ლარია. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე გიგა ფარულავამ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად დაათვალიერა.




