შპს ,,ბარვილ ჯორჯიას” თანამშრომლები გაიფიცნენ

შპს ,,ბარვილ ჯორჯიას” თანამშრომლები გაიფიცნენ. ხელფასების მომატება, უსაფრთხოების ნორმების დაცვა, გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმება. ეს არასრული ჩამონათვალია იმ მოთხოვნებისა, რასაც აქციის მონაწილეები ითხოვენ. დღეს მათ გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელი შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. იგი ,,ბარვილ ჯორჯიას” თანამშრომლების მოთხოვნებს საფუძვლიანს უწოდებს და სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას გეგმავს.
,,ეს კომპანია საკონტეინერო გადაზვიდვებს ახორციელებს. გვაქვს დაბალი ხელფასები და ვითხოვთ გაზრდას. კადრები საკმარისი არ არის. 5 წელიწადია ვმუშაობთ 12 საათიან ცვლაში, გვიწევს 11 საათი მუშაობა , 1 საათი შესვენებით და გვინაზღაურებენ 10 საათის ნამუშევარს. უსაფრთხოების ნორმები არის გასაუმჯობესებელი. წერილობით მივმართეთ ხელმძღვანელებს, მაგრამ უარყოფითი პასუხი მივიღეთ. თუ არ გაკმაყოფილებთ ჩვენი პირობები, გააჩერთ მუშაობაო. ვიდრე არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნა ასე გავაგრძელებთ,“- განაცხადა ,,ბარვილ ჯორჯიას“ გამშვები ბიუროს ოპერატორმა გიორგი ებრალიძემ
შპს ,,ბარვილ ჯორჯიას” ადმინისტრაციას ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.



