ზუგდიდში, მიმდინარე საკანალიზაციო სამუშაოების დროს ორი მუშა დაშავდა

ზუგდიდში, ჩიქობავას ქუჩაზე მიმდინარე საკანალიზაციო სამუშაოების დროს ორი მუშა დაშავდა. არსებული ინფორმაციით, სამუშაოების შესრულების პროცესში მიწა ჩამოიშალა და ორი ადამიანი ჩავარდა.
ორივე მათგანის ამოყვანა სამაშველო სამსახურმა უკვე შეძლო და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი სასწრაფო დახმარების მანქანამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.




