stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ექსკლუზივი

ექსკლუზივი: სამეგრელოს რეგიონში დიდი საკადრო ცვლილებები იგეგმება

30.07.2019 / 30 ივლისი 2019
ექსკლუზივი: სამეგრელოს რეგიონში დიდი საკადრო ცვლილებები იგეგმება

სამეგრელოში საკადრო ცვლილებებზე საუბრობენ, რომელიც ძირეულად შეეხება როგორც მთლიანად რეგიონის ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე ცალკეულ მუნიციპალიტეტებსაც. ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმაა სამეგრელოს რეგიონში გუბერნატორის შეცვლის საკითხზეც, თუმცა ამ ეტაპზე ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს.

უკვე გარკვეულია, რომ თანამდებობებს დატოვებს სამეგრელოს 4 გუბერნატორის მოადგილიდან მხოლოდ სამი. მალხაზ თორია, ირაკლი ჯიქია და კობა ქანთარია თანამდებობებს სავარაუდოდ ერთ კვირაში დატოვებენ. რაც შეეხება ნინო ვიბლიანს, ის თანამდებობას იმავე პოზიციაზე შეინარჩუნებს.

STV-ს წყაროს ცნობით, ირაკლი ჯიქია სავარაუდოდ ისევ იმ უწყებაში გადაინაცვლებს, საიდანაც ის აღნიშნულ თანამდებობაზე მოვიდა, თუმცა ჯერ გაურკვეველია, ისევ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციას დაუბრუნდება თუ სხვა რეგიონს. მალხაზ თორია კი გუბერნატორის მოადგილეობიდან შესაძლოა რეგიონის სუსის მერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზეც აღმოჩნდეს.

საკადრო ცვლილებები სამეგრელოს რეგიონში შემავალი 9 მუნიციპალიტეტიდან სავარაუდოდ სამს შეეხება. ძირითადად მერის მოადგილეებს და თავად მერებსაც კი. ახალი საკადრო ცვლილებების განხორციელების შემდეგ შესაძლოა თანამდებობა ფოთის, სენაკისა და წალენჯიხის მერებმაც დატოვონ.

როგორც STV-თან სამთავრობო წყაროები აღნიშნავენ, საკადრო ცვლილებების მიზეზი ადგილობრივი თვითმმართველობების სუსტი მუშაობა და უმოქმედობაა, რომელიც უფრო ძლიერი და საიმედო კადრებით უნდა ჩანაცვლდეს.

აქვე ვრცელდება ინფორმაცია ახალ კადრებზე. გუბერნატორის ახალ მოადგილეებად ზუგდიდელი დავით ვერავა და “ქართუ ჯგუფის” თანამშრომელი ვიმე ხასაია სახელდება. გუბერნიაში ზუგდიდის მერის ყოფილი მოადგილე, მაიზერ ნანავაც დაიკავებს მაღალ თანამდებობას, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რა პოზიციაზე მოუწევს მას მუშაობა.

ცნობისთვის, აღნიშნული საკადრო ცვლილებები სამეგრელოს რეგიონში სექტემბრისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა აღნიშნულ ამბებს რეგიონში მინიმუმ ერთ კვირაში უკვე ელოდებიან.

წინა პოსტი

ზუგდიდში, 10 მეტრიან ჭაში მიწა ჩაიშალა და ერთ-ერთი მუშა ჩავარდა

შემდეგი პოსტი

ჩხოროწყუში გარე განათების მოწყობა LED ნათურებით მიმდინარეობს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი: სამეგრელოში საკადრო ცვლილებები იგეგმება

ექსკლუზივი: სამეგრელოში საკადრო ცვლილებები იგეგმება

ექსკლუზივი: ზუგდიდის მერიაში საკადრო ცვლილებები იგეგმება

ექსკლუზივი: ზუგდიდის მერიაში საკადრო ცვლილებები იგეგმება

ექსკლუზივი: სამეგრელოს გუბერნატორის ადმინისტრაცია საკადრო ცვლილებების მოლოდინში

ექსკლუზივი: სამეგრელოს გუბერნატორის ადმინისტრაცია საკადრო ცვლილებების მოლოდინში