ფოთში საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

ფოთის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი თბილისში, სოხუმის სახელმწიფო თეატრში გაიხსნა. მას საქართველოს 13 ქალაქი უმასპინძლებს.
ღონისძიების ფარგლებში მიხეილ ჩარკვიანის რეჟისორობით სპექტაკლი „მკვდარი ქალაქები“ დაიდგა.
საიუბილეო ფესტივალში ჩვიდმეტი პროფესიული თეატრი მონაწილეობს. დასები უკრაინიდან, ლიეტუვადან, ირანიდან და სერბეთიდან ჩამოვიდნენ.
საერთაშორისო ფესტივალი 29 ივლისამდე გრძელდება და ფოთში დასრულდება.




