სენაკში შემორჩენილი ბორანი, რომელიც რიონზე მოძრაობს და ორ სოფელს აკავშირებს [ვიდეო]
ბორანი სამეგრელოში მხოლოდ სენაკშია შემორჩენილი. ის რიონზე მოძრაობს და სოფლებს, ზემო ჭალადიდს და სირიაჩქონს ერთმანეთთან აკავშირებს. ერთადერთ სატრანსპორტო საშუალებას წელიწადის ყველა დროს, მგზავრები უფასოდ გადაჰყავს.
სოფელში ბორანი 1945 წლიდან დადის და ის გარესამყაროსთან 14 ოჯახს აკავშირებს. ადგილობრივების თქმით, წყალდიდობებმა ტრანსპორტი დააზიანა, ის თითქმის მწყობრიდანაა გამოსული და მისი რეაბილიტაციაა საჭირო.
სენაკის მერიაში პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან და აცხადებენ რომ სატრანსპორტო საშუალების კულტურული ღირებულებიდან და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბორნის შეკეთება მომავალი წლისთვის იგეგმება.
მსგავსი სიახლეები

სენაკში მდინარე რიონზე გადასასვლელი ამორტიზირებული ბორანი ახლით შეიცვალა

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოლობანში აშენდა ხიდი, რომელიც ქალაქის ცენტრთან 7 სოფელს აკავშირებს


