ქარიატა-შუა ხორგის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (EIB), ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით შუა ხორგა-გამოღმა შუა ხორგა-ქარიატის დამაკავშირებელი 7-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
პროექტის შესაბამისად მოეწყობა წყალამრიდი მილები და ეზოებში შესასვლელები. აშენდება ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და ავტოპავილიონები. დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და დაიგება არმირებული ცემენტბეტონის საფარი
ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია გაეცნო.
ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 3 მილიონ 570 ათას ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „პრაიმ ბეტონი“ აწარმოებს.




