ზუგდიდის მერის მოადგილე სოციალურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობას გაეცნო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, კონსტანტინე კაკავა ალერტკარის ადმინისტრაციულ ერთეულში სოციალურად დაუცველ ოჯახებში იმყოფებოდა და ბენეფიციარების მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მერია სოციალური პროგრამის ფარგლებში შესაბამის დახმარებას გაუწევს აღნიშნულ ბენეფიციარებს.
კონსტანტინე კაკავა აგრეთვე ალერტკარის საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურას გაეცნო.




