ზუგდიდის საკრებულომ კონსტანტინე კაკავას უფლებამოსილება შეუჩერა

ზვიად გამსახურდიას სახელობის სხდომათა დარბაზში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც საკრებულოს წევრის კონსტანტინე კაკავასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხი განიხილეს.
შეგახსენებთ რომ, 28 ივნისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ მოადგილეებად კონსტანტინე კაკავა და გიგა ფარულავა დანიშნა.
კონსტანტინე კაკავა 2017 წლიდან საკრებულოში ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებდა, ხოლო გიგა ფარულავა მერიაში შესყიდვების სამსახურს ხელმძღვანელობდა.




