stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

კონფლიქტი

აბიტურიენტი ოკუპირებული გალიდან: “ორმა მოსწავლემ კიდევ სცადა ამ გზით წამოსვლა, თუმცა ვერ მოახერხეს და დაიჭირეს”

29.06.2019 / 29 ივნისი 2019
აბიტურიენტი ოკუპირებული გალიდან: “ორმა მოსწავლემ კიდევ სცადა ამ გზით წამოსვლა, თუმცა ვერ მოახერხეს და დაიჭირეს”

აბიტურიენტი ოკუპირებული გალის რაიონიდან წერილში, რომელიიც STV-მიიღო წერს ბოლო დროს შექმნილ მდგომარეობაზე. დევნილი აბიტურიენტი საკუთარ ქვეყანას დახმარებას და შველას თხოვს. გთავაზობთ წერილს უცვლელად:

“სიმდაბლეა ის ყველაფერი რაც ხდება გალის რაიონში. 27 ივნისს გამოცხადებული იყო გამოსაშვები საღამო, სადაც ყველა სკოლადამთავრებულს მოუყარეს თავი.ღონისძიების დაწყებიდან რამდენიმე საათში უკვე ტელეფონები გამუდმებით რეკავდნენ იმ ინფორმაციის გადმოსაცემად, რომ საზღვარი ჩაკეტეს და ბავშვები ვეღარ შეძლებენ ეროვნული გამოცდების ჩაბარებას. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ, აფხაზეთში დაბადებულ, გაზრდილ ბავშვებს, გვიზღუდავენ ყველანაირ არჩვევანს, არ გვაძლევენ იმის უფლებას მივიღოთ გადაწყვეტილება სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

ცდილობენ მიგვიმწყვიდონ კუთხეში და გვაიძულებენ არჩევნის გაკეთებას, ან ბოლომდე ვიყოთ აფხაზეთში და აქ გავაგრძელოთ სწავლა, ან დავტოვოთ აქაურობა. ბევრი დამცირება, ბევრი ტკივილი განვიცადეთ ჩვენი ურყევი პატრიოტიზმის გამო და უბრალო სურვილის გამო, რომ მიგვეღო ნორმალური განათლება. არც ერთი აბიტურიენტი არ აპირებს დანებებას და დე-ფაქტო ხელისუფლების ბრძანებებს დამორჩილებას, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მთელი წელი, წვიმაში თუ ქარში, თოვლში ფეხით გვიწევდა საზღვრის გადაკვეთა იმისთვის, რომ გვემეცადინა ქართული, უნარები და სხვა საგნები. როგორც მოგეხსენებათ, არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ქართულად ვისწავლოთ სკოლებში, ამიტომ ჩვენთვის ამ გამოცდების ჩაბარება ორმაგად რთულია.

მთელი წლის განმავლობაში ხან რუსები გვაბრუნებდნენ უკან ხან აფხაზები. ერთი განსაკუთრებული შემთხვევა იყო ასეთი, რუსებმა გამბრუნეს უკან აფხაზ მესაზღვრეს მოელაპარაკე და მხოლოდ მაშინ გაგიშვებთო. ჯარისკაცი, რომელთანაც უნდა მივსულიყავი მთვრალი იყო და უწმაწურ სიტყვებს გაიძახდა… არასდროს დამავიწყდება მისი ირონიული სახე, რომელმაც გაყინული თვალებით შემომხედა და მაგრძნობინა რომ მისთვის ადამიანიც კი არ ვიყავი. ცოტა მეშინოდა საღამო ხანს საზღვარზე მარტო მთვრალ ჯარისკაცებთან ერთად. ავტირდი… იმიტომ არა, რომ არ გამიშვეს, არც იმიტომ რომ შემეშინდა. უბრალოდ გული დამწყდა, ის არ იყო კაცი, არც ადამიანი, ის იყო ბოროტებითა და ღვარძლით სავსე უსულო სხეული, რომელმაც თავსხმა წვიმაში გადახურულ მოსაცდელშიც კი არ დამაყენა და მწარედ დამიყვირა: „Всё, валяй отсюда и там лялякай“. ტირილით გავეცალე იქაურობას. რა მატირებდა? ის რეალობა, რომელშიც გაჭედილი ვიყავი და ის აფხაზეთის დროშა, რომელიც თავზე დამფრიალებდა.

მაშინ მივხვდი, რომ ეს ის რეალობა არ იო რომელში ცხოვრებასაც ვაპირებდი. მივხვდი რომ სწორედ მე და ჩემს ამხანაგებს უნდა შეგვეცვალა დღევანდელობა. ამიტომ დღეს გადავწყვიტეთ ყველამ ერთად, რომ ამოგვეღო ხმა. ზოგმა ახლა გავიცანით ერთმანეთი, ზოგიც კი ერთად გავდიოდით ამ გზას. ახლა კი ვცდილობთ მოვახერხოთ ამ უსამართლობის დაძლევა, ისევ ერთად დგომით, ამაში კი თქვენი თანადგომა გვჭირდება. გუშინ რამდენიმე აბიტურიენტმა გადაკვეთა საზღვარი, ზოგმა არალეგალურად, ზოგმა ფული გადაიხადა. მოგიყვებით იმაზე თუ რა გადახდათ ერთ-ერთი სკოლის ბავშვებს, რომლებმაც არალეგალურად გადაწყვიტეს საზღვრის გადაკვეთა.

არსებობს გაუკვალავი გზები, სადაც მავთულხლართებია დაგებული. რამდენიმე ახალგაზრდა სწორედ ამ გზას დაადგა,შეშინელბულები ხელჩაკიდებულად მოდიოდნენ, რომ არ დაცემულიყვნენ ზედ მავთულხლართებს დაისე ცდილობდნენ გაეკვალათ გზა. ბოქლომით ჩაკეტილ მავთულხალრთებ მოხვეულ კარში გაძვრნენ და დიდი ხნის სიარულის შემდეგ შორიდან დაინახეს ქართველი მესაზღვრეები, რომლებიც ეძახდნენ და ამხნევებდნენ, რომ ჩქარა წამოსულიყვნენ. ამ დროს ერთ-ერთი მოსწავლე ჩამორჩა ჯგუფს, რომელიც შეამჩნია რუსმა მესაზღვრემ. მისგან თავდასაღწევად რომ გარბოდა დაეცა ზედ მავთულხლართებს და დაესერა ხელები. სამშვიდობოს გადმოსვლა მაინც მოახერხა, რის შემდეგაც ქართველმა სამხედროებმა გამოიძახეს სასწრაფო და ბიჭს გაუწიეს პირველადი დახმარება.

რამოდენიმე ხნის შემდეგ ორმა მოსწავლემ კიდევ სცადა ამ გზით წამოსვლა, თუმცა ვერ მოახერხეს და დაიჭირეს. როგორ ფიქრობთ? ეს ყველაფერი სამართლიანია? რისთვის ვისჯებით ასე? მხოლოდ იმისთვის რომ სწავლა გვინდა და სიცოცხლის ფასად ვცდილობთ მიზნების მიღწევას.

მივმართავ ყველას, პირველ რიგში ხალხს, ქართველ აბიტურიენტებს, რომლებსაც არ უწევთ ამ ყველაფრის გადატანა, მათ მშობლებს, რომლებიც მოუთმენლად ელიან ეროვნულ გამოცდებს, საზოგადოებას, ყველას მივმართავთ, დაგვეხმარეთ მივაწვდინოთ ხმა მთელ საქართველოს. დაგვეხმარეთ ჩვენი მომავლის გადარჩენაში. ძალიან ბევრს ვიბრძვით იმისთვის, რომ ვიყოთ ღირსეულები ჩვენი ქვეყნისთვის, ვიყოთ განათლებულები და გვქონდეს ისეთივე მომავალი როგორც ჩვეულებრივ ბავშვებს აქვთ.

ჩვენ, მთელი აფხაზეთის აბიტურიენტობა გავერთიანდით. არასდროს დამავიწყდება საზღვარზე მტირალა ბავშვების სახეები. როგორი ლამაზი იყო ის გოგონა, რომელიც შეუწყვეტლივ ტიროდა. მხოლოდ მან მოახერხა დაკვეთა, მისი ამხანაგები კი საზღვარს მიღმა დარჩნენ. არ ვიცნობდი, მაგრამ იმდენად განვიცადე, მივედი და ჩავეხუტე, როგორც შემეძლო გავამხნევე ასე მოვძებნეთ ერთმანეთი სოციალურ ქსელში და გავერთიანდით, ახლა კი თქვენ გთხოვთ დახმარებას, და გაგონებთ ჩვენ ხმას რომ ერთად ვიბრძოლოთ მიზნის მისაღწევად”,-წერს აფხაზეთის მკვიდრი, რომელიც აბიტურიენტია და წუხს შექმნილი მდგომარეობის გამო.

წინა პოსტი

ტრადიციული რეწვის სახელოსნოების II საერთაშორისო ფესტივალზე ზუგდიდელი ხელოვანები მონაწილეობენ

შემდეგი პოსტი

ზუგდიდსა და სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

“მტკივნეული და დამთრგუნველი გზა…”-ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან

“მტკივნეული და დამთრგუნველი გზა…”-ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან

ბიძინა ივანიშვილი: განსაკუთრებული საარჩევნო გარემოა, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ დაძაბულია, რამეთუ, პირველადი შეფასება უკვე გააკეთა ეუთო/ოდირმა და საკმაოდ პოზიტიური

ბიძინა ივანიშვილი: განსაკუთრებული საარჩევნო გარემოა, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ დაძაბულია, რამეთუ, პირველადი შეფასება უკვე გააკეთა ეუთო/ოდირმა და საკმაოდ პოზიტიური

პრემიერი: „ნაცმაიდნის“ მოწყობის მცდელობები ფინანსდება უცხოეთიდან, გაუმჭვირვალედ. ამიტომ უპირისპირდებოდნენ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, თუმცა ვერც გაუმჭვირვალედ და ვერც გამჭვირვალედ „ნაცმაიდანი“ საქართველოში ვერ მოეწყობა

პრემიერი: „ნაცმაიდნის“ მოწყობის მცდელობები ფინანსდება უცხოეთიდან, გაუმჭვირვალედ. ამიტომ უპირისპირდებოდნენ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, თუმცა ვერც გაუმჭვირვალედ და ვერც გამჭვირვალედ „ნაცმაიდანი“ საქართველოში ვერ მოეწყობა