ალექსანდრე მოწერელია: პარლამენტის შენობაში შეჭრა ეს მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია

“პარლამენტის შენობაში შეჭრა ეს მხოლოდ რუსეთის და ჩვენი ქვეყნის მტრების ინტერესებშია!”-ასე აფასებს სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ალექსანდრე მოწერელია, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.
“დაუშვებელია ძალადობრივი გზით საკანონმდებლო ორგანში შეჭრის მცდელობა, ასევე დაუშვებელია პოლიციის მიმართ ძალადობის გამოყენება.
პროტესტი არ უნდა გადაიზარდოს ძალადობაში და არ უნდა იქცეს ჩვენი ქვეყნის ნგრევის დასაწყისად. გუშინ რაც ვნახეთ იყო, ის რომ აქციის მონაწილეთა ნაწილი გასცდა გამოხატვის კონსტიტუციურ ჩარჩოებს და სხვა მონაწილეთა გულწრფელი აღშფოთება და პროტესტი თავიანთი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად გამოიყენეს”,-აღნიშნავს ალექსანდრე მოწერელია.




