ხობში ნომერ მეორე საბავშვო ბაღი გაქურდეს

ხობის მუნიციპალიტეტის ნომერ მეორე საბავშვო ბაღში ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ქურდმა საბავშვო ბაღის შენობაში შეაღწია და ბაღის კუთვნილი ტელევიზორი წაიღო.
პოლიციამ ი.ფ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა ორივე ნაქურდალი ტელევიზორი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით.




