მედანში საავტომობილო გზის 7 კილომეტიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის 7 კილომეტიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. ამ ეტაპზე მიწის ვაკისის მოხსნა მიმდინარეობს.
სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 4 525 548 ლარს. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია პასაჟი-საქართველო ასრულებს.
პროექტი გააუმჯობესებს ადგილობრივი გზის უსაფრთხოებას და ხარისხს. გზების გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი პროცესია, რადგან ამ ტერიტორიაზე მცხოვრებთ 35 წელია უგზოობა აწუხებთ.
მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა ჯემალ კვარაცხელიამ.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.




