წინა ხელისუფლება აცვავდა მოქალაქეებს ტომრებს თავზე და მათზე ძალადობდა

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციას თქმით, ტომრის ჩამოცმა, რითაც დღეს ახალგაზრდები მერის უფლებამოსილების ცნობას აპროტესტებენ, თავის დროზე მწარედ ახსოვს ზუგდიდს, როცა მოქალაქეები წინა ხელისუფლების პირობებში გაჰყავდათ და მათზე ძალადობდნენ. ამის შესახებ ფაცაციამ იმ ახალგაზრდებს მიმართა, რომლებმაც საკრებულოში პერფომანსი მოაწყვეს.
ფაცაციამ მოუწოდა შეკრებილთა მშობლებს, შვილებს ყურადღება მიაქციონ და დაიცვან ენმ-ის მავნებლობისგან.
ცნობისთვის, საკრებულოში ზუგდიდის ახლად არჩეული მერის გიორგი შენგელიას უფლებამოსილება. მდუმარე აქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა გამართეს.
შენგელია მერის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგება. N67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები 30 მაისს შეაჯამა. გიორგი შენგელიამ 30 487 ხმა მიიღო.
ზუგდიდში ყველა საარჩევნო უბნის დათვლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი შენგელიამ 54.18 პროცენტით გაიმარჯვა. ამავე ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური გაერთიანების ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსს ხმათა 42.48% აქვს.
მსგავსი სიახლეები

ფსიქოლოგი: კონფლიქტურ სივრცეში ბავშვების, მოსწავლეების შეყვანა და მათზე პასუხისმგებლობის დაკისრება იწვევს მათ ტრავმირებას და არის დამანგრეველი

ირაკლი კობახიძე: სანქციები არ არის სერიოზული თემა და შეუძლებელია ასეთი მუქარებით დაშანტაჟდეს ხელისუფლება და მითუმეტეს ქართული საზოგადოება


