ზუგდიდში, ანსამბლ “როკვას” მორიგი წარმატება მიულოცეს

ანსამბლმა „როკვამ“ საერთაშორისო კონკურსში მორიგ წარმატებას მიაღწია და თურქეთის ქალაქ სინოპში, 16 ივნისს მსოფლიო ფესტივალზე მიემგზავრება.
დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად, შამგონას საჯარო სკოლაში, ანსამბლ “როკვას” მიღწეული წარმატება მხარის გუბერნატორმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის არჩეულმა მერმა მიულოცეს.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია, განსაკუთრებით კი საერთაშორისო დონეზე. ანსამბლს ადგილობრივი ხელისუფლებისგან ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა”-განაცხადა ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ.




