გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში გიორგი სამუშია დააკავეს

დაუდასტურებელი ინფორმაციით, უკრაინაში, კერძოდ კი კიევის აეროპორტში შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია დააკავეს. STV-ს ინფორმაციით სამუშია ესპანეთიდან უკრაინაში დღის პირველ ნახევარში დღეს ჩამოფრინდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი სამუშია ძებნილია. მას ბრალი ადამიანის წამებაში ედებოდა. პროკურატურის ინფორმაციით, 2012 წლის ივლისში, გიორგი სამუშიამ დათა ახალაიასთან, გიგი კალანდაძესთან, მეგის ქარდავასთან და რომან შამათავასთან ერთად,ზუგდიდში თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა გალის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეს, რომლისგანაც წამების და მუქარის გზით არარსებული ტერაქტის მომზადების აღიარებას მოითხოვდნენ.




