ზუგდიდში ყველა საარჩევნო უბნის დათვლის შემდეგ გეგა შენგელიამ გაიმარჯვა

ზუგდიდში ყველა საარჩევნო უბნის დათვლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი შენგელია 54.18 პროცენტით იმარჯვებს. ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური გაერთიანების ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსს ხმათა 42.48% აქვს.
სხვა კანდიდატებმა ერთ პროცენტზე ნაკლები მოაგროვეს. 107 უბნიდან მონაცემები დათვლილია ყველა მათგანში.




