მერობის კანდიდატმა გიგა ოთხოზორიას ოჯახი მოინახულა

დღეს, სამი წელი გავიდა საქართველოს გმირის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან, რომელიც საუბედუროდ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ სწორედ ამ დღეს, სასტიკად იქნა მოკლული. ოთხოზორიას ოჯახი სამეგრელოს გუბერნატორმა და ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მოინახულეს.
“ჩვენ პატივი მივაგეთ გმირის ხსოვნას, მოვინახულეთ მისი ოჯახი – მეუღლე და შვილები, რომლებიც ზუგდიდში, დევნილობაში ცხოვრობენ.
დღეს, გიგას ოჯახის წინაშე ჩვენი ყველას უპირველესი ვალდებულებაა, ზუგდიდში, იმ ქალაქში სადაც მისი შვილები იზრდებიან, არ დავუშვათ რაიმე სახის პროვოკაცია და განვაგრძოთ წინსვლა”,-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.




