ლევან კობიაშვილი – მსგავსი შეცდომები არამარტო რეგიონს, არამედ ქვეყნის იმიჯს აზიანებს

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს განცხადებით, ზუგდიდში, მშენებარე სტადიონის მშენებლობის დროს დაშვებულ შეცდომები არამარტო რეგიონს, არამედ ქვეყნის იმიჯს აზიანებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
“იცით, რომ საკმაოდ კრიტიკული ვიყავი ამ საკითხთან დაკავშირებით და ვრჩები იმავე პოზიციაზე. მე როგორც ვიცი, ხდება დაკორექტირება და შესაბამისად, ალბათ, გამოიყოფა შესაბამისი თანხები, რომელიც საბოლოო ჯამში დაასრულებს ამ პროექტს. ჩემი თხოვნა არის ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მსგავს პროექტებს ახორციელებს, მეტი ყურადღება და პასუხისმგებლობა გამოიჩინონ. მსგავსი შეცდომები არამარტო რეგიონს, არამედ ქვეყნის იმიჯს აზიანებს. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა ხდებოდეს“, – აღნიშნა კობიაშვილმა.
მსგავსი სიახლეები

დავით კოდუა აბიტურიენტებს: თქვენი განათლება მნიშვნელოვანია არამარტო პირადად თქვენთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის

ფოთს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი სტუმრობდა


